„მზად ვართ ელჩების თანდასწრებით შევხვდეთ „ქართულ ოცნებას“ და ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას“, განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა აცხადებს.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, მას აქვს მოლოდინი, რომ მეხუთე რაუნდი საერთოდ ჩაიშალოს.
„ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ საერთოდ ჩაიშალოს მეხუთე რაუნდი და ამ შემთხვევაში თუ ჩაიშლება ჩვენ მზად ვართ ინდივიდუალურად, თუმცა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად უკეთესი იქნებოდა, ელჩების თანდასწრებით შევხვდეთ „ქართულ ოცნებას" და ხელი მოვაწეროთ იმ შეთანხმებას, რომელიც მიგვაჩნია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესად.
ეს არის პოლიტპატიმრების საკითხი, ეს არის საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება და საარჩევნო კანონმდებლობის ძირეული ცვლილება, ელექტრონულ არჩევნებზე გადასვლა, ასევე, ძალიან კარგი იდეაა, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულ ოცნებაზე“ ჯამურად მეტს აიღებს ოპოზიცია, მაშინ ეს ავტომატურად იყოს 2022 წლისთვის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ჩვენ ამომრჩეველმა პარტია „მოქალაქეებს“ მოგვცა ხმა. ჩვენ არც სააკაშვილთან, არც ივანიშვილთან და არც მით უმეტეს გიგა ბოკერიასთან არაფრის შეთანხმებას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.