„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ პარტია დატოვა, ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
„ძვირფასო მეგობრებო, დიდი სიყვარულით გილოცავთ ძველით ახალ წელს. ამავე დროს, მსურს გაცნობოთ, რომ ჩემი მოღვაწეობის ერთი ეტაპი დასრულდა.
მე დავტოვე პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ და გენერალური მდივნის თანამდებობა.
მადლობა ჩემს კოლეგებს. ყველას გულით ვუსურვებ წარმატებებს. წინ საინტერესო დრო გველის“, - წერს გიგლა ბარამიძე.