სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან იწყება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
თამარ გაბუნიას თქმით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 ათასი დოზა ფრანგული წარმოების („სანოფი პასტერი“) ოთხკომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა.
"სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან იწყება. საქართველომ 200 ათასი დოზა ფრანგული წარმოების („სანოფი პასტერი“) ოთხკომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა. ის ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული პრეპარატებიდან ერთ-ერთია", - განაცხადა გაბუნიამ.
ასევე წაიკითხეთ: