COVID19-ის კუთხით ეპიდვითარება სტაბილურია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"ქვეყანაში ახალი შტამები არ გამოკვეთილა. COVID19-ის გავრცელების ტენდენცია დაღმავალია, შეიმჩნევა შემთხვევების კლება. გრძელდება ტესტირების პროგრამა, ასევე ვაქცინაციის. COVID19-ის სტატისტიკა თვეში ერთხელ გამოქვეყნდება“, - აღნიშნა გაბუნიამ.
კორონავირუსის ეპიდემია პირველად, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანში დაფიქსირდა. 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ პანდემიად გამოაცხადა.
ასევე წაიკითხეთ: