14 იანვარი ეროვნული დროშის დღეა

გოგა ჩანადირის სვეტი სპეციალურად Europetime-სთვის

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ეს დღე აღინიშნება მას შემდეგ, რაც 2004 წლის 14 იანვარს ქვეყნის პარლამენტმა ახალი ხუთჯვრიანი დროშა დაამტკიცა. დღეს ჩვენი დროშის ცნობადობა გაცილებით მაღალია. ის არაერთხელ აღიმართა ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე, ოლიმპიადებზე, საზოგადოებრივ, პოლოტიკურ თუ კულტურულ ღონისძებებსა და შეკრებებზე. თუმცა, აღვნიშნავდი, რომ დროშის მიმართ პატივისცემა ჯერ კიდევ არ არის ისეთი მაღალი, როგორიც უნდა იყოს, როგორიც სხვა ქვეყნებშია, როგორიც 9 ძმა ხერხეულიძეს ჰქონდა, როგორიც გმირმა ანწუხელიძემ გამოხატა. დროშა სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა.

დროშის პატივისცემა ნიშნავს სახელმწიფოს პატივისცემასა და პასუხისმგებლობის გაზრდას. სახელმწიფო დროშა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოა და მისი პატივისცემა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პატივისცემას ნიშნავს. მე მინდა, რომ გვიყვარდეს ჩვენი სახელმწიფო სიმბოლოები, ვისწავლოთ მათი პატივისცემა და სიხარულსა და ჟრუანტელს გვგრიდეს ჰიმნის აჟღერებაც და დროშის აღმართვაც. გილოცავთ სახელმწიფო დროშის დღეს!