იმერეთის საპატრულო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

იმერეთის საპატრულო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

იმერეთის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს, ამირან ვერულაშვილს, ვასილ პეტრიაშვილი შეცვლის. პეტრიაშვილი ამ დრომდე, მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციას ხელმძღვანელობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამირან ვერულაშვილი რეგიონებს შორის განხორციელებული როტაციის შედეგად, ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა.