ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ, „ნაწილობრივ დასაშვებად“ ცნო უკრაინის ბრალდება რუსეთის წინააღმდეგ, ყირიმთან დაკავშირებით. ინფორმაციაზე Euronews-ი წერს. ეს ბოლო განჩინება არ არის, მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
უკრაინის განცხადებით, რუსეთი 2014 წლიდან აკონტროლებს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკას და ქალაქ სევასტოპოლს, რომელიც უკრაინის ნაწილია, კონვენციის დარღვევაში კი რუსეთის ფედერაციაა დამნაშავე.
უკრაინას რამდენიმე საჩივარი აქვს შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის 7 000-მდე ინდივიდუალური საჩივარი, რომელიც ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
უკრაინამ საჩივარი რუსეთის წინააღდეგ 2014 წელს შეიტანა.