ვოლოდიმირ ზელენსკი: არ მჯერა, რომ მსოფლიო პუტინს ატომური იარაღის გამოყენების საშუალებას მისცემს

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის არ სჯერა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ვლადიმერ პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალებას მისცემს, მაგრამ არ გამორიცხავს რისკებს, რადგან პუტინის თავში „ჩახედვა შეუძლებელია“.

მის განცხადებას BBC ავრცელებს.

ხვალ, პუტინს შეუძლია თქვას: უკრაინის გარდა, ჩვენ ასევე გვინდა პოლონეთის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიყენებთ ატომურ იარაღს. ჩვენ ასეთ კომპრომისებზე ვერ წავალთ“, - განაცხადა ზელენსკიმ Bild-თან ინტერვიუში.