რუსეთის ზოგიერთ ქალაქში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციები დაიწყო

რუსეთის ზოგიერთ ქალაქში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციები იმართება. 

BBC-ის ინფორმაციით, ცნობები მომიტინგეების დარბევის შესახებ მოდის ირკუტსკიდან, ულან-უდიდან და ხაბაროვსკიდან.

საერთაშორისო მედიის ცნობით, აქციები არ არის მრავალრიცხოვანი.

ირკუტსკის ცენტრალურ მოედანზე 60-მდე ადამიანი მივიდა. არის დაპატიმრებები. ტომსკში რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი, გოგოა, რომელიც აქციაზე პლაკატით მივიდა.

ბევრი გამოვიდა პლაკატებით - „არა მობილიზაციას".

ნოვოსიბირსკში აქციის დასაშლელად სპეცრაზმი გამოიყვანეს.