საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში აქციის მონაწილე მუსულმანური თემის წარმომადგენლებს ხვდება.
როგორც ადამ შანთაძემ მონაწლეებს განუმარტა, მიღებულია პირობა, რის საფუძვლზეც პარასკევის ლოცვას ხელი არ შეეშება.
„ჩვენი მიზანია ლოცვები აღდგეს და სოფელი დაუბრუნდეს ძველ მშვიდობიან მდგომარეობას. ლოცვები გაგრძელდება. ის რაც მოხდა, რა თქვა უნდა, სამწუხაროა. ჩვენ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს, ჩვენ უნდა გავისარჯოთ იმისთვის რომ სოფელი დაუბრუნდეს სიმშვიდეს“,- განაცხადა ადამ შანთაძემ.
მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების დაპირებით, არ იქნება არავითარო პრობლემა და ლოცვები გაგრძლდება.
მუფთის ამ განცხადებას უნდობლობით ეკიდებიან ჩოხატაურის მუნიციპალტეტის მერიის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, მათი თქმით, აუცილებელია ადგილობრივი ხელისუფლების წერილობითი გარატიის არებობა, რომ ლოცვებს ხელი შეეშლება, ასეევე აუცლებელია დაძაბულბის გრძელვადიანი გადაწყეტის გზებზე შეთანხმება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების, სოფელ ბუკნარის ქრისტიანული და მუსლიმური თემის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა. მიუხედავად ამისა, მუსლიმი თემი არ ენდობა მიღწეულ შეთანხმებას. სოფლის მკვიდრნი და ბათუმიდან ჩასული მუსულმანები ჩიხატაურის მერიის შენობის წინ დღესაც არიან შეკრებილი. ისინი მოითხოვენ, გაგრძელდეს მოლაპარაკება, რომელშიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საპატრიარქოს წარმომადგენელი და საქართველოს მუფთი.