ამერიკის საელჩო მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით წერს, რომ თავისუფლება და დემოკრატია ყველაზე საიმედო გზაა მშვიდობისკენ.
„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ თავისუფლება და დემოკრატია ყველაზე საიმედო გზაა მშვიდობისკენ. ამიტომ ვმუშაობთ თავისუფლების მხარდასაჭერად და დემოკრატიის გასამტკიცებლად ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, მთელ მსოფლიოში.
ახლა, როდესაც უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის, მშვიდობის დამყარებაში ჩვენი მხარდაჭერა არ შემოიფარგლება სამხედრო დახმარებით. ჩვენ არ ვაჩერებთ ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს, პირიქით, გაორმაგებული ძალისხმევით ვმუშაობთ ერთად მშვიდობისთვის. გილოცავთ მშვიდობის საერთაშორისო დღეს“, - წერს საელჩო Facebook-ზე.