ვინ გახდა ლიტერატურული პრემია „საბა“ - 2022 წლის გამარჯვებული

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2022 წლის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია. ინფორმაცია კონკურსის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

გამარჯვებულთა სრული სია:

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:  თემო რეხვიაშვილი – „კურიერის ამბები“;

წლის საუკეთესო კრიტიკა: ნუგეშა გაგნიძე – „ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქიძე“;

წლის საუკეთესო პიესა: მანანა დოიაშვილი – „მეცამეტე თვე“;

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა: ლანა ღოღობერიძე – „ვისთვის გალობს შაშვი“;

წლის საუკეთესო ქართული თარგმანი: კატია ვოლტერსი – ოლგა ტოკარჩუკის „წიგნები იაკობისა ანუ დიდი მოგზაურობა“;

წლის საუკეთესო პოეტური კრებული: ლელა სამნიაშვილი – „ავირეკლოთ“;

საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში: დავით ჯიშკარინი – „ბუცები და ტყავის ჩექმა“ ; რუსუდან გორგილაძე – „დიქტატურის გემო“ ;

წლის საუკეთესო პროზაული კრებული: რატი რატიანი – „მკვლელობა სადგურის უბანში“;

წლის საუკეთესო რომანი: არჩილ ქიქოძე - „ხვლიკი საფლავის ქვაზე”; ირმა ტაველიძე – „ბნელ წყლებში”;

ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის: ლიტერატურული გამოცემა „არილი”

წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ 20-ედ გაიმართა.