დიდი ბრიტანეთი უკრაინას მეტი ბუნებრივი აირის შესაძენად $500 მილიონს გამოუყოფს

დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინას მსოფლიო ბანკის მეშვეობით 500 მილიონი დოლარი გამოუყოს, რათა მას მეტი ბუნებრივი აირის შეძენაში დაეხმაროს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ლიზ ტრასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

უკრაინას ამჟამად 13 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აქვს. 2021 წელს ქვეყანამ დაახლოებით 27 მილიარდი კუბური მეტრი ბუნბრივი აირი მოიხმარა.