„გირჩი" და „მოქალაქეები“ ოპოზიციასთან შეხვედრებს იწყებენ

„გირჩი“ და „მოქალაქეები“ ოპოზიციასთან შეხვედრებს იწყებენ.

როგორც ცნობილია, კვირას ჩანიშნულია შეხვედრა „სტრატეგია აღმაშენებელთან“. ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ახლო პოზიციები გაქვს კრიზისის განმუხტვასთან დაკავშირებით. შევთანხმდით, რომ წავალთ და დაველაპარაკებით ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს.

„გირჩს“ აქვს ინიციატივა, რომ თუ ჯამურად თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დამარცხდება ოპოზიციასთან, 2022 წელს დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ყველას უნდა პარლამენტში შესვლა, ახლა ცდილობენ, როგორმე გამოვიდნენ საკუთარი სიტყვის ტყვეობიდან. ჩვენ ამაში დავეხმარებით. კვირას ჩანიშნულია შეხვედრა „სტრატეგია აღმაშენებელთან“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.