ილჰამ ალიევი: ვერავის მოწოდება, განცხადებები და ინიციატივები ვერ შეგვაჩერებს

„როდესაც 13 სექტემბერს, ჩვენ წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია განხორციელდა, აზერბაიჯანის არმიამ უპასუხა და მტერი ისევ თავის ადგილზე დააბრუნა. იმედი მაქვს, რომ ეს მათ საბოლოოდ ასწავლის გაკვეთილს. რადგან დაინახეს, რომ ვერავინ და ვერაფერი შეგვაჩერებდა. ვერავის მოწოდება, განცხადებები და ინიციატივები ვერ შეგვაჩერებს“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ ლაჩინში აზერბაიჯანის დროშიც აღმართვის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ და საკუთარ მიწას ვიცავთ. ჩვენი პოზიციები საზღვრის გასწვრივ გვაძლევს შესაძლებლობას, განვჭვრიტოთ სომხების ნებისმიერი პროვოკაცია და მივიღოთ საჭირო ზომები.

ჩვენ ხელსაყრელ პოზიციებზე ვართ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე. ეს პოზიციები გვაძლევს როგორც სამხედრო უპირატესობას, ასევე ვიზუალური კონტროლის შესაძლებლობას დიდ ფართობზე, მათ შორის მნიშვნელოვან საკომუნიკაციო ხაზებზე და ჩვენ უკვე დაფუძნებული ვართ ამ ადგილებში. ჩვენ არ გვქონდა წვდომა ამ საზღვრებთან 30 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ალიევმა.

ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიებს: