მოლდოვა მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო კონტინგენტი დნესტრისპირეთიდან და გაანადგუროს ამ რეგიონში, კობასნას საცავში შენახული საბრძოლო მასალა.
ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის დებატებზე განაცხადა.
„მოვუწოდებთ მოსკოვს რუსული ჯარების სრული და უპირობო გაყვანისა და კუბასნას მარაგებიდან საბრძოლო მასალის განადგურებისკენ, რაც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და გარემოს მთელ რეგიონში“, - განაცხადა მაია სანდუმ.
„რუსეთის სამხედრო ძალების უკანონო ყოფნა დნესტრისპირეთის რეგიონში, არღვევს ჩვენს ნეიტრალიტეტს და ზრდის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების რისკს“, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.