ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსი სამხედროები კორონავირუსზე აცრეს
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რუსეთის სამხედრო ბაზის მოსამსახურეები კორონავირუსზე აცრეს. ინფორმაციას Ekhokavkaza ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სულ 200- მდე რიგითი და ოფიცერი აიცრა.
„ანტივირუსულ აცრას, ბაზის ყველა კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეს სთავაზობენ, მათ შორის ოფიცრებს, კონტრაქტორებსა და სავალდებულო წესით გაწვეულებს. კორონავირუსიზე აცრა ტარდება ნებაყოფლობით, სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის წერილობითი თანხმობის საფუძველზე“,- ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, სულ სამხრეთის სამხედრო ოლქის 60 ათასი სამხედრო მოსამსახურის აცრაა დაგეგმილი, რუსული წარმოების ვაქცინით.
რუსეთის წარმოებული ვაქცინა ჯერ არ გადასცემია ოკუპირებული აფზახეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზდენტმა ასლან ბჟანიამ მანამდე განაცხადა, რომ აფხაზეთს რუსული ვაქცინა უფასოდ მიეწოდება და მსურველებს აცრა ნებაყოფლობით შეეძლებათ. აცრისთვის მზადაა, ოკუპირებული სამხეთ ოსეთის ლიდერი ანატოლი ბიბილოვიც.