პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც სახალხო დამცველის ღია კენჭისყრით აირჩევენ. რეგლამენტში ცვლილებები 104 - ხმით მიიღეს.
ამასთან, კანონპროეტი „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა წარადგინა, რასაც “ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ მხარი დაუჭირა.
ცნობისთვის, საქართველოს მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას თანამდებობაზე მუშაობის 5-წლიანი ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. მას, საქართველოს კანონმდებლობით, ამ თანამდებობაზე მეორე ვადით მუშაობა აღარ შეუძლია.