შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარლ ბილდტი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა.
რადიო „ეხო კავკასიის“ ვიდეოს თავის Twitter-ზე გაზიარებით, დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ ტოვებენ რუსები ქვეყანას მასობრივად.
„ბევრი ადამიანი ცდილობს დატოვოს რუსეთი. ეს არის ქაოსი საქართველოს საზღვარზე. გრძელი რიგებია მონღოლეთშიც კი, ხალხს უბრალოდ სურს ქვეყნის დატოვება“, - წერს ბილდტი Twitter-ზე.
ზედა ლარსი-ყაზბეგის საგუშაგოსთან რიგები მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს დილით ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
ათასობით რუსეთის მოქალაქემ დაიწყო ავიაბილეთების ყიდვა და ასევე ცდილობს ქვეყნიდან სახმელეთო გზით გასვლას. ერთ-ერთი მიმართულება საქართველოა.
21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.