დღეს თურქეთში მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო

თურქეთმა საკუთარი მოსახლეობის ჩინური Sinovac-ით ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის მარეგულირებელმა ორგანომ ჩინეთში წარმოებულ ვაქცინას საგანგებო ავტორიზაცია ცოტა ხნის წინ მიანიჭა.

„ჩვეული ცხოვრების წესის დასაბრუნებლად აუცილებელია ვაქცინაცია“, – განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩინური ვაქცინების დისტრიბუცია უკვე დასრულებულია ქვეყნის 81 რეგიონში. პირველ ეტაპზე აცრას 65 წელს გადაცილებულ და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს გაიკეთებენ.

თურქეთმა ამ ეტაპზე Sinovac-ის კოვიდ ვაქცინის 3 მილიონი დოზა მიიღო, ხოლო ჯამში 50 მილიონ დოზა ვაქცინას შეიძენს.

ბოლო კლინიკური კვლევების შედეგად, ექსპერტები აცხადებენ, რომ ჩინური ვაქცინის ეფექტურობა 50,4 პროცენტს შეადგენს.