ილია დარჩიაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

„მინისტრებმა აღნიშნეს ქვეყნებს შორის კომუნიკაციის აქტიური დინამიკა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული გამოწვევების, ასევე საქართველოს მიზნებისა და ამოცანების ეფექტიანი განხორციელების პროცესში.

ამ მხრივ, უნგრულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა, პრაქტიკული თვალსაზრისით დაეხმაროს საქართველოს, ევროინტეგრაციის გზაზე. უნგრეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროინტეგრაციული მიზნის განხორციელების გზაზე.

მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.