სასამართლომ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ბრალი წაუყენა კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილეობისთვის

ვაშინგტონის სასამართლოს ცნობით, კლეტე კელერს, რომელმაც ხუთი ოლიმპიური მედალი მოიპოვა ცურვაში, ბრალი წაუყენეს, კაპიტოლიუმში შეჭრის ბრალდებით. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის ნაკრების ყოფილ წევრს ბრალად ედება უკანონო შეღწევა კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, სამოქალაქო არეულობის დროს. მოცურავე ამოიცნეს ფოტოთი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იყო გადაღებული.ამის შემდეგ მან გააუქმა თავისი ანგარიშები სოციალურ ქსელებში და გამორთო კავშირი. არ არის ცნობილი, დააკავეს თუ არა კელერი, თუმცა დაპატიმრების ორდერი, CNN-ის თანახმად, გაცემულია.

დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში 6 იანვარს შეიჭრნენ.