რუსეთი ვერასდროს მოიგებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, რადგან ყველა უკრაინელი, რუსებისგან განსხვავებით, ძალიან მოტივირებულია, დაიცვას საკუთარი ქვეყანა,
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გაეროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„პუტინმა გამოაცხადა მობილიზაცია, მაგრამ ის, რაც მან რეალურად გამოაცხადა, მისი დამარცხებაა. შეგიძლიათ, 300-500 000 ადამიანი მოიწვიოთ, მაგრამ ამ ომს ვერასდროს მოიგებთ. დღეს ყველა უკრაინელი არის იარაღი, რომელიც მზადაა, დაიცვას უკრაინა და გაეროს წესდებაში გათვალისწინებული პრინციპები“, - განაცხადა კულებამ.