უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას საერთო ხედვა აქვთ, როგორ უნდა გახდეს აღმოსავლეთ პარტნიორობა უფრო ეფექტური.
„შესანიშნავი საუბარი შედგა დავით ზალკალიანთან და აურელიუ ჩოკოისთან. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ ჩვენი ასოცირებული ტრიო საერთო ხედვებს იზიარებს იმაზე, თუ როგორ უნდა გახდეს აღმოსავლეთ პარტნიორობა კიდევ უფრო ეფექტური ევროკავშირისთვისაც და მისი სამი ამბიციური აღმოსავლეთ პარტნიორისთვის“, - წერს დმიტრო კულება Twitter-ზე.