სუს-ის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან.
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლები სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოძრავი ქონების დაყადაღებისა და ამოღების პროცესს ახორციელებენ.
ამასთან, 20 სექტემბრის განჩინების საფუძველზე ასევე დაყადაღებულია გოგაშვილების უძრავი ქონებებიც, მათ შორის საცხოვრებელი სახლი.
ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს.