სამართალდამცველები სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში, მოძრავი ქონების დაყადაღებისა და ამოღების პროცესს ახორციელებენ

სუს-ის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან. 

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლები სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოძრავი ქონების დაყადაღებისა და ამოღების პროცესს ახორციელებენ.

ამასთან, 20 სექტემბრის განჩინების საფუძველზე ასევე დაყადაღებულია გოგაშვილების უძრავი ქონებებიც, მათ შორის საცხოვრებელი სახლი.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს.