ჯორჯ ორუელის პოპულური ნაწარმოები „1984“-ის მიხედვით მინი სერიალს გადაიღებენ. ინფორმაციას Deadline-ი ავრცელებს.
ცნობილი ნოველისტის ნაშრომს ეკრანზე ABC Studio-ს ყოფილი ხელმძღვანელი- პოლ ლი წარადგენს, რომელმაც დამოუკიდებელი სტუდია შექმნა და ინგილისელი ნოველისტის ნაწარმოებზეც ექსკლუზიური უფლება მოიპოვა.
რამდენიმე მცდელობის შემდეგ, 100 წუთიან თეატრალური დადგმას, ხუთსერიან მინი სერიალად ახლადშექმნილი სტუდია Wiip-ი გამოუშვებს.
ორუელის 1947 წლის, სამეცნიერო ფანტასტიკის რომანის მიხედვით შექმნილი სცენარი საზოგადოებამ პირველად ნოტინჰემის თეატრში 2013 წელს ნახა, ამის შემდეგ კი ვესტ – ენდზე, სადაც ის სამჯერ დაიდგა. 2017 წელს ბროდვეიზე,ჰადსონის თეატრში მთავარ როლებს ოლივია უაილდი და ტომ სტარიჯი, ასრულებდნენ.