გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ორთვიანი პაუზის შემდეგ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 108-ე შეხვედრა იმართება.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა, ამ დროისთვის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს ხუთი მოქალაქე.
"შეხვედრაზე ბოლო ორი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ. ამასთან, საუბარი იქნება საოკუპაციო ხაზთან უკანონო ბორდერიზაციის პროცესზე, რომელიც მისივე თქმით, განსაკუთრებით გააქტიურებულია გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლებში.
ამ დროისთვის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს ხუთი მოქალაქე. მამუკა ჩხიკვაძეს სამი წელი და რვა თვე, ლაშა ხეთერელს ერთი წელი და ოთხი თვე, კახაბერ ნათაძეს კი სამი წელი და ერთი თვე აქვთ შეფარდებული.
ნუკრი კალაშნიკოვი და გელა იობაშვილი კი, სექტემბერში დააკავეს და მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს", - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.
მისივე თქმით, გელა იობაშვილის დაკავება მოხდა 14 სექტემბერს, მაგრამ ინფორმაცია გაზიარებული იყო დაგვიანებით. „გუშინ ცხელი გაზით გაზიარდა ინფორმაცია, რომ შედგა ე.წ. სასამართლო და მას მიესაჯა უკანონო ორთვიანი პატიმრობა. სხვა დამატებითი დეტალის გარკვევას შევეცდებით შეხვედრაზე“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.