ქედაში, სოფელ მახუნცეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ტურისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს ტურისტული მიკროავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი პირი დაიღუპა.
როგორც ამ ეტაპზეა ცნობილია, დაშავებულია ოთხი პირი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის კლინიკებში გადაიყვანა.
ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.