მედია: რუსეთში, მობილიზაციის ფონზე სულ მცირე, 5 რეკრუტირების ოფისს წაუკიდეს ცეცხლი

ხაბაროვსკსა და ამურის ოლქში, რეკრუტირების ოფიებს ცეცხლი წაუკიდეს. ინფორმაციას სააგენტო Meduza ავრცელებს.

როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ მობილიზაცია გამოაცხადა, რუსეთის მოქალაქეეებმა სულ მცირე, ხუთი რეკრუტირების ოფისის დაწვა სცადეს, მათ შორის სანქტ-პეტერბურგში. Meduza-ს ცნობით, ადგილობრივი ადმინისტრაციის ზოგიერთ შენობაზე თავდასხმის ფაქტიც დაფიქსირდა.