უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ დროისთვის მას არ აქვს ჩინეთთან კომუნიკაციის არხი, მაგრამ რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის ფონზე, ისურვებდა, რომ ჩინეთი უკრაინას დახმარებოდა.
„მასშტაბიანი შეჭრამდე ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობდა საკომუნიკაციო არხები, ჩვენ ეკონომიკისა და ვაჭრობის ბევრ საკითხებში ვთანამშრომლობდით“, - განაცხადა ზელენსკიმ რამდენიმე ფრანგულ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში.
თუმცა, მისი თქმით, ამჟამად ჩინეთთან კომუნიკაციის არხი არ აქვს.
„სირცხვილია. ვისურვებდი, რომ ისინი (ჩინეთი - IF) დაეხმარონ უკრაინას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტთან მისი დღევანდელი ზარი „რთული იქნებოდა“.