გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების ლევან დავითაშვილისა და მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრა შედგა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოსა და თურქეთის საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე დღის წესრიგზე, ორ ქვეყანას შორის გამართული მაღალი დონის ვიზიტებსა და მათ შედეგებზე ისაუბრეს.
მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატებში და ურთიერთმხარდაჭერის საკითხი.
საუბარი შეეხო თანამშრომლობის წარმატებულ რეგიონალურ ფორმატებს საქართველოსა და თურქეთის მონაწილეობით და ამ მიმართულებით ძალისხმევის გააქტიურების აუცილებლობას.
მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ხაზი გაუსვეს სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობას რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის. ხაზი გაესვა თურქეთის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას.
ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს თურქეთის თანადგომისთვის. მინისტრებმა დაადასტურეს მზაობა განაგრძონ მაღალი დონის ინტენსიური კომუნიკაცია სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.