უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ უკრაინელებს მოუწოდა, რომ პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციას მოერიდონ და თუ რუსულ ჯარში მაინც გაიწვევენ, პირველივე შესაძლებლობისას უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს გადავიდნენ.
„დაემალეთ რუსეთის მობილიზაციას ნებისმიერი საშუალებით. მოერიდეთ გამოძახებებს. სცადეთ გამგზავრება უკრაინის თავისუფალ ტერიტორიაზე.
და თუ მაინც აღმოჩნდებით რუსულ ჯარში, მაშინ ჩაერიეთ რუსეთის ნებისმიერ ოპერაციაში, გადმოგვეცით ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამპყრობლების შესახებ: სად არის მათი ბაზები, შტაბები, საბრძოლო მასალის საცავი და პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში გადმოდით ჩვენს პოზიციებზე.
ყველაფერი გააკეთეთ სიცოცხლის გადასარჩენად და უკრაინის თავისუფლებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.