იორდანიის მეფემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

იორდანიის მეფე აბდულაჰ II- ს COVID-19- ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა, ქვეყნის ვაქცინაციის დაწყებიდან მეორე დღეს, ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.

იორდანიამ ვაქცინაცია ოთხშაბათს, ჯანდაცვის მუშაკებით დაიწყო.მეფესთან ერთად, ვაქცინაცია ჩაიტარა თავისმა ვაჟმა- მეფისნაცვალმა ჰუსეინმა და მისმა ბიძამ, პრინცმა ჰასანმა. ამის შესახებ სამეფო სასახლემ Twitter-ის პოსტებში აღნიშნა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ინგლისში პირველად გამოვლენილი უფრო გადამდები ვარიანტის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 25-მდე გაიზარდა, უმეტესობა მათგანია, არის საზღვარგარეთიდან ჩამოსული.

მთავრობამ განაცხადა, რომ იმედოვნებს, ქვეყნის 10 მილიონი მოსახლედან მეოთხედის ვაქცინაციას მოახერხებს,ინექცია იორდანელებისა და უცხოელ მაცხოვრებლებსთვის უფასო იქნება.