რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მიხეილ მიზინცევი დანიშნეს, რომელიც მარიუპოლზე თავდასხმას ხელმძღვანელობდა

არმიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გენერალი დიმიტრი ბულგაკოვი, რომელიც არმიის ლოგისტიკაზე იყო პასუხისმგებელი,  თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გათავისუფლების ოფიციალური განმარტება სხვა სამუშაოზე გადასვლას უკავშირდება. სამაგიეროდ ამ თანამდებობაზე გენერალ-პოლკოვნიკი მიხეილ მიზინცევი დაინიშნა.

მიზინცევი ადრე რუსეთის ეროვნული თავდაცვის კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელად მუშაობდა. 

მედია წერდა, რომ ის პირადად ხელმძღვანელობდა ქალაქ მარიუპოლზე თავდასხმას. დასავლურ პრესაში გენერალმა მიიღო მეტსახელი „მარიუპოლის ჯალათი“.

მარტში მიზინცევი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცა.