იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო ჰოსპიტალიზებულია.
როგორც იტალიური სააგენტო Ansa ბერლუსკონის პირად ექიმზე დაყრდნობით იტყობინება, ის მონტე-კარლოს საავადმყოფოშია გადაყვანილი.
84 წლის სილვიო ბერლუსკონი იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოთხი ვადით იკავებდა, 1994-1995, 2001-2006 და 2008–2011 წლებში.