"ამერიკელი ხალხი ამას იმსახურებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ უსაფრთხო ინაუგურაციას", განაცხადა აშშ-ის ვიცე პეზიდენტმა მაიკ პენსმა. ამის შესაცებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მისი თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემას.
„ჩვენ მზად ვართ მშვიდობიანი და უსაფრთხო ინაუგურაციისთვის. ამერიკელი ხალხი არანაკლებ იმსახურებს ამას. ჩვენ უზრუნველვყოფთ უსაფრთხო ინაუგურაციას. უზრუნველვყოფთ, რომ არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ფიცს დადებენ, როგორც აშშ-ის ახალი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, ჩვენი ისტორიისა და ტრადიციების შესაბამისად“, – განაცხადა მაიკ პენსმა.
ცნობისთვის, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.