ადამ კინზინგერი: ჭკვიანური იქნებოდა, თუ საქართველო მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც არ შეუშვებს რუს ტურისტებს

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი მიიჩნევს, რომ საქართველოს მიერ საზღვრების ჩაკეტვა რუსი ტურისტებისთვის, მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნებოდა.

 „ჭკვიანური იქნებოდა, თუ საქართველო ჩაკეტავს საზღვრებს და მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც არ შეუშვებს რუს ტურისტებს.

ჯარში გაწვევის ასაკის მქონე კაცების შედინება ამ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან მოკავშირე ქვეყანაში, მაგრამ მნიშვნელოვან მოკავშირე ქვეყანაში, ძალიან საშიშია. უნდა დავინახოთ, რომ ეს მსხვერპლია, ტურიზმი მნიშვნელოვანია", - წერს კინზინგერი Twitter-ზე.