მედია: ოკუპირებული ხერსონის ოლქში, სარაკეტო დარტყმის შედეგად, კრემლის მომხრე ყოფილი დეპუტატი დაიღუპა

ოკუპირებული ხერსონის ოლქში, კრემლის მომხრე ყოფილი დეპუტატი დაიღუპა, ოკუპანტები ტრადიციულად, უკრაინას ადანაშაულებენ მის სიკვდილში. მედიის ცნობით, სარაკეტო დარტყმას სულ ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

რუსეთის მიერ კონტროლირებადი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ყოფილი უკრაინელი დეპუტატი, ოლექსი ჟურავკო, რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ოლქში მოკლეს.

მედია წერს, რომ კრემლის მომხრე ჟურავკო, უკრაინიდან რუსეთში, 2015 წელს გაიქცა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, ჟურავკო მოსკოვთან თანამშრომლობდა.