ირანის რეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ირანი გადამწყვეტად უნდა გაუმკლავდეს საპროტესტო გამოსვლებს, რომლებმაც უკანასკნელ პერიოდში ქვეყანა მოიცვა.
Reuters-ის ცნობით, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია, პროტესტისა და საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დარღვევის ერთმანეთისგან გამიჯვნა მოხდეს.
სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ერთკვირიანი არეულობის დროს, სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა. ამასთან დაკავშირებით, ოფიციალური ცნობები არ გამოქვეყნებულა.
ცნობისთვის, ირანში 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, საპროტესტო აქციები 16 სექტემბერს დაიწყო.