აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკის მოსახლეობას მოუწოდებს, დაეხმარნონ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის უფზუნველყოფაში. - ამის შესახებ ინფორმააციას Ntd- ავრცელებს.
ტრამპი სთხოვს ამერიკელებს, ინაუგურაციის წინ არ ჩაერთონ რაიმე ძალადობრივ დემონსტრაციაში და კანონი არ დაარღვიონ.
"არსებობს ინფორმაცია დემონსტრაციების მოწყობის შესახებ, ამიტომ მე მოვითხოვ, რომ არ მოხდეს ძალადობა, არ დაირღვეს კანონი და არ იყოს რაიმე სახის ვანდალიზმი. ეს არ არის ის, რასზეც მე ვდგავარ და არც ის არის, რასზეც ამერიკა დგას. მე მოვუწოდებ ყველა ამერიკელს, დაეხმარნონ ერთმანეთს დაძაბულობის განმუხტვაში და მშვიდი ხასიათის შენარჩუნებაში." - განაცხადა ტრამპმა.