უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ე.წ. რეფერენდუმები, დიპლომატიური მოლაპარაკებებს შეუძლებელს გახდის. ამის შესახებ მან ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა. ზელენსკის თქმით, ხსენებული ნაბიჯით, პუტინი ადასტურებს, რომ ის ომის დასრულებას არ აპირებს.
„ვფიქრობ, ეს არის ძალიან სახიფათო სიგნალი პრეზიდენტ პუტინისგან, რომელიც გვეუბნება, რომ არ აპირებს ამ ომის დასრულებას. ეს არის ის, რაც ხდება“, - აღნიშნავს ზელენსკი.
მისივე თქმით, პუტინმა იცის, რომ აგებს და ბრძოლის ველზე, უკრაინამ ინიციატივა წაართვა.
„მას არ შეუძლია, აუხსნას თავის საზოგადოებას, თუ როგორი მეორე არმია მსოფლიოში, რომელსაც არ შეუძლია, გაიმარჯვოს და დაამარცხოს უკრაინა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეზე მიანიშნებს. თქვენა ამას ბირთვული შანტაჟი უწოდეთ. როგორ ფიქრობთ, ეს ბლეფია? ამ შეკითხვით მიმართა CBS-ის ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპასუხოდ, ბირთვული შანტაჟის მაგალითები მოიყვანა.
„შესაძლოა, ეს გუშინ ბლეფი იყო, მაგრამ ახლა შეიძლება, იყოს რეალობა. მან მიზნად დაისახა და დაიკავა ჩვენი ბირთვული ელექტროსადგური და ქალაქი ენერგოდარი. ამ ბირთვულ სადგურს ექვსი ბლოკი აქვს.
ეს არის მისი ბირთვული შანტაჟის პირველი ნაბიჯები. არ მგონია, რომ ეს ბლეფია. ვფიქრობ, მსოფლიო ხელს უშლის მას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა მასზე და არ დავუშვათ, რომ გააგრძელოს ეს შანტაჟი“, - განაცხადა ზელენსკიმ.