სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-სა და საქართველოს შორის 5G უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი ჩვენს პარტნიორობას აძლიერებს

აშშ-სა და საქართველოს შორის 5G უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი ჩვენს პარტნიორობას აძლიერებს, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი Twitter-ზე წერს.

„აშშ-სა და საქართველოს შორის 5G უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი ხელს შეუწყობს ქართველი ხალხის ყველაზე მგრძნობიარე მონაცემების არასაიმედო მიმწოდებლებისგან დაცვას. ეს ჩვენს პარტნიორობას აძლიერებს და კარს უხსნის კერძო სექტორში უფრო მეტ ინვესტიციებს“, - წერს მორგან ორტაგუსი.

აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.