სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე განიხილავს, რომ ომბუდსმენის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს.
„ვერ გეტყვით, ალბათ, ეს მას უნდა ჰკითხოთ. მე ამაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ. ვიცი, რომ განიხილავს, მაგრამ ეს პირადად მისი გადასაწყვეტია", - განაცხადა ლომჯარიამ.
ცნობისთვის, 2017 წლის, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა. მოქმედ ომბუდსმენს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურებ
ლომჯარია 2016 წლის 4 ნოემბრიდან, 11 თვის განმავლობაში, გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი არასამთავრობო ორგანიზაციას – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა.