პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მომავალი სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ფიგურა იყოს

ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მომავალი სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ფიგურა იყოს.

მან უპასუხა შეკითხვას სახალხო დამცველის არჩევის პროცესთან დაკავშირებით. კერძოდ, უნდა იყოს თუ არა საქართველოს მომავალი სახალხო დამცველი დამოუკიდებელი და არის თუ არა ეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ნაწილი.

„დიახ, ეს არის 12 რეკომენდაციის ნაწილი და ვიცი, რომ პროცესი მიმდინარეობს და იმის უზრუნველყოფა, რომ მომავალი სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ფიგურა იყოს, ქართველი დაინტერესებული მხარეების ხელშია“, - აღნიშნა ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.