"ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ბევრი აბსურდული ჭორი და აზრი ისმის. უბრალოდ ვერ ვხვდები საიდან ეს ინფორმაცია. საქართველოს მოსახლეობას ექნება ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინა", - განაცხადა პრემიერ-მინიტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხომაზე.
გახარიას თქმით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანას.
"ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ბევრი აბსურდული ჭორი და აზრები ისმის. უბრალოდ ვერ ვხვდები საიდან ეს ინფორმაცია. თუმცა, ვაქცინაციასთან მიმართებაში უნდა გვესმოდეს, რომ არის შექმნილი სპეციალური კომისია, რომელსაც ხელმძღვანელოს ჯანდაცვის სამინისტრო. კომისია რამდენიმე ამოცანას ისახავს მიზნად. პირველი - მოაგვაროს ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ლოჯისტიკასთან. მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა ვაქცინას აქვს სხვადასხვა რეჟიმი. ასევე, მოამზადოს ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მზად, დაიწოს მოქალაქეების ვაქცინაცია. მოერე - ეს არის წინასწარ განვსაზღვროთ ისმიზნობრივი ჯგუფები, რომლების აცრაც პრიორიტეტულად, პირველ რიგში უნდა დავიოწყოთ. მესამე - რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა, არა მხოლოდ COVAX-ის პლატფორმით, არამედ სხვა საშუალებებითაც.
პირველი ორი მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დამუშავებული აქვს და გეგმა არსებობს. ორშაბათს საბჭოზე ისინი წარმოადგენენ ამ გეგმას, რომელიც შემდეგ მთავრობის სხდომაზე იქნება დამტკიცებული.
ამიტომ, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ - საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული", - განაცხადა გახარიამ.