შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის დამატებით, 457,5 მილიონი აშშ დოლარის დახმარება გამოყო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, დახმარება გამოიყოფა უკრაინის სამართალდამცავი და სისხლის სამართლის უწყებების ოპერატიული შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად და უკრაინელების სიცოცხლის გადასარჩენად იმ ფონზე, როცა უკრაინა კრემლის აგრესიული და სასტიკი ომის წინაშეა.
„2021 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან, შეერთებულმა შტატებმა გამოყო 645 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება, რამაც ხელშესახები, დადებითი გავლენა მოახდინა ჩვენს უკრაინელ სამართალდამცავ და სისხლის სამართლის სფეროში პარტნიორებზე, მათ შორის უკრაინის ნაციონალურ პოლიციასა (NPU) და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურზე. ჩვენ მიერ პირადი დამცავი აღჭურვილობის, სამედიცინო აღჭურვილობისა და ჯავშანტექნიკის მიწოდებამ, მნიშვნელოვნად შეამცირა მსხვეროლი უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობასა და მათ დამცველებში.
აშშ აგრძელებს უკრაინის მთავრობის მცდელობების მხარდაჭერას, მოახდინოს დოკუმენტირება, გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკეზე, რაც ეყრდნობა ჩვენს მრავალწლიან ურთიერთობას უკრაინელებთან.
შეერთებული შტატები უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და რჩება დემოკრატიული, დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინის მხარდაჭერის ერთგული“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.