სკვერების თვითნებური გადათხრა-დაზიანებისთვის ჯარიმები დაწესდება

სკვერების თვითნებური გადათხრა-დაზიანებისთვის ჯარიმები დაწესდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მთავრობამ მოამზადა, რომელიც პარლამენტს წარუდგინა.

ცვლილებების მიხედვით, სკვერების თვითნებური გადათხრა-დაზიანებისთვის, ასევე მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვისა და გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვების გამო ფიზიკური პირი – 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი – 1 000 ლარით დაჯარიმდება.

ცნობისთვის, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ადმინისტრაციული ჯარიმა დადგენილია ეზოების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებური გადათხრისა და მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვის შემთხვევებზე.