ამ ეტაპზე 777 კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტია. 238 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 674, საიდანაც: 3 732 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 757, აჭარაში - 322, იმერეთში - 740.
ამ ეტაპზე 777 კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტია. მათ შორის, თბილისში - 360, აჭარაში - 62, იმერეთში - 189.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი, მათგან თბილისში - 161, აჭარაში - 9, იმერეთში - 29.
648 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 242 - თბილისში, 325 - აჭარაში, 30 - იმერეთში.
9 294 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 499 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 232, აჭარაში - 70, ხოლო იმერეთში - 7.
ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 1 177 ადამიანს დაუდასტურდა, 837 გამოჯანმრთელდა