ევროკავშირის ათი ქვეყანა რუსულ გაზზე ფასის შეზღუდვას ემხრობა. შესაბამისი წერილი უკვე მზადაა და მალე ევროკომისიას გადაეცემა. ამის შესახებ Reuters რედაქტორების ხელთ არსებულ წერილის პროექტზე დაყრდნობით იუწყება.
წერილში ქვეყნები სთხოვენ ევროკომისიას, პარასკევს ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე, რუსულ გაზზე ფასის შეზღუდვიაზე განსახილველად, წინადადებები წარადგინოს. რის შემდეგაც, რაც შეიძლება მალე მოხდეს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადების შეტანა.
წერილზე ხელმოწერთა შორისაა ბელგია, იტალია, პოლონეთი, მალტა და საბერძნეთი.
წერილის პროექტი, ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარ კადრი სიმსონის სახელზეა. ევროკავშირის ქვეყნები რუსული გაზის ყველა საბითუმო ტრანზაქციის ფასის შეზღუდვას ითხოვენ.
წერილზე მსჯელობა დღეს გაგრძელდა, რადგან მისი შინაარსი ცვლილებას ექვემდებარება.